2024-12-04 23:01:01, 408 ნახვა
სამართალი
ალეკო ელისაშვილი და ზურა დათუნაშვილი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „კოლიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი ზურა დათუნაშვილი დააკავეს.
დაკავება თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტთან“ მას შემდეგ მოხდა, რაც 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ქუჩაში უცნობი პირები დახვდნენ.
ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.
მანამდე, 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია „ქორთიარდ მარიოტში“ შეხვედრას მართავდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,