11:31 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-04 13:39:48, 409 ნახვა

საზოგადოება
ქურდოვანიძე - სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიები ჰააგის სასამართლოს მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს

სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინაააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს,- ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ქურდოვანიძემ ბრიფინგზე განაცადა.

როგორც ქურდოვანიძემ აღნიშნა, არსებული რეალობის გათვალისწინებით, საია განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ვინც ფიზიკურად დაშავდა.

“სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინაააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს. მზარდი რეპრესიები და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების მასშტაბების გათვალისწინებით, მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, მიაღწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების მე-7 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ადამიანურობის წინააღმდეგ.

კერძოდ, სახეზეა წამება, სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართული ფართომასტაბიანი და სიტემური თავდასხმების სახით. ასევე, ჩადენილია სამოქალაქო მოსახლეობის პოლიტიკური და დისკრიმინაციული ნიშნით დევნა და მსგავსი ხასიათის არაადამიანური, განზრახული ქმედებები, რომლებიც იწვევენ ტანჯვას, სხეულის მძიმე დაძიანებას ან/და ზიანს აყენებენ პირის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას. ამასთან, ქვეყნის შიგნით არ არის დარჩენილი დამოუკიდებელი მექანიზმი, რომელიც ამ დანაშაულს სათანადოდ გამოიძიებს.

არსებული რეალობის გათვალისწინებით, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განიხილავს, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის მიმართვის, ასევე სხვა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობას და შექმნის საკოორდინაციო ფორმატს, რომელშიც ჩართვის შესაძლებლობა ექნება ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის, ვინც ფიზიკურად დაშავდა“,- აღინიშნა ბრიფინგზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics