04:28 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-03 21:28:10, 306 ნახვა

საზოგადოება
სარჯველაძე - სასწრაფო მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

აქციების დაწყების დღიდან, სასწრაფო დახმარების სამსახური მუხლჩაუხრელად შრომობს, რომ ყველასთვის უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამ დღეების განმავლობაში, უკლებლივ ყველა დაშავებული, ადგილზე იღებს სამედიცინო მომსახურებას, ისინი კი, ვისაც ჰოსპიტალიზაცია ესაჭიროება, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებს, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰყავთ. 

ჯანდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასწრაფო დახმარების მანქანების განაწილების პრინციპზეც. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შესაბამისი სამსახური, გადაწყვეტილებას, კონკრეტულ მომენტში, ადგილზე არსებული ვითარებისა და საჭიროების მიხედვით იღებს.
  
„ასე ნაწილდება სად, რომელ ლოკაციაზე, რამდენი ჯგუფი განთავსდეს, როგორ ჩანაცვლდეს, როგორი იყოს მათი მოძრაობის მარშრუტები, რომელ კლინიკასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იგეგმება ოპერატიულად. 

ამ დღეების განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როდესაც ამის საჭიროება დამდგარა, სათანადოზე მეტი რაოდენობის სასწრაფოს ჯგუფები იყო მობილიზებული, რომ სადმე დეფიციტი არ შექმნილიყო. შესაბამისად, უკლებლივ ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარება - ავტომობილები მობილიზებულია ისეთ ქუჩებზე, საიდანაც შესაძლებელია ძირითად მაგისტრალზე გადაადგილება, მაგალითად, განთავსებულია ლაღიძის, ან  ჭანტურიას  ქუჩის კუთხეში და ა.შ. “, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics