2024-12-02 23:41:22, 375 ნახვა
სამართალი
ზვიად რატიანს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
პოეტ ზვიად რატიანს სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც ცქიტიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, ადამიანის უფლებათა ცენტრი ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ხვალვე გაასაჩივრებს.
„საავადმყოფოდან მოსული კაცი პირდაპირ სასამართლოდან მიყავთ საპატიმროში.
ტაში! მოსამართლე ზვიად ცეკვავა ცეკვავს!“ - წერს ცქიტიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,