16:04 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-02 19:09:58, 361 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი დაკავებულებზე - სახეზე ეტყობათ ძალადობის კვალი - პოლიცია ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ავჭალაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში, 1-ელ დეკემბერს აქციაზე დაკავებული 20-მდე პირი მოინახულა.

იოსელიანის განცხადებით, დაკავებულებს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნებათ.

მისივე თქმით, დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორშიც ასეთივე ვითარებაა.

„ფაქტია, რომ პოლიცია მომიტინგეთა დაკავებისას ხშირ შემთხვევაში არაპროპორციულ ძალას იყენებს; სახეზევე ეტყობათ ადამიანებს ამ ძალადობის კვალი. უკვე მრავალგზის მოვუწოდე შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გადაამეტოს თავის უფლებამოსილებას მოქალაქეების დაკავების მომენტში, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასეთ შემთხვევებზე დროული რეაგირება იქონიოს“,- აცხადებს იოსელიანი, რომლის კომენტარსაც ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
ქართული ოცნება BBC-ის მესამე საჩივრით მიმართავს
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics