2024-12-02 09:21:20, 338 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურში დაუდასტურეს.
დაკავებას საპოლიციო ძალებსა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება უძღოდა.
ჯაფარიძის გარდა, დაკავებულია აქციის რამდენიმე მონაწილეც.
ჭავჭავაძის გამზირზე დემონსტრანტებმა გადაინაცვლეს რუსთაველის გამზირიდან, სადაც საპროტესტო აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,