17:49 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-01 13:39:08, 390 ნახვა

საზოგადოება
„ვაცნობიერებთ ევროპული კურსის მნიშვნელობას“ - ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საპროტესტო აქციების დღეებში, სასწავლო პროცესის შეჩერებას ითხოვენ. 

გამოქვეყნებულ პეტიციას ხელს 1200-ზე მეტი სტუდენტი აწერს.

"ჩვენ, ბსუ-ის სტუდენტები, ვაცნობიერებთ ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მნიშვნელობას და ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით.

მოვითხოვთ: უნივერსიტეტში სწავლა შეჩერდეს საპროტესტო აქციების დღეებში, რათა ყველა სტუდენტს მიეცეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ მომავალს აქტიური მონაწილეობით. ეს გადაწყვეტილება უნივერსიტეტის სოლიდარობას გამოხატავს ქართველი ხალხის და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის იდეასთან. ერთად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი!",- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics