19:13 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 02:05:38, 435 ნახვა

საზოგადოება
RealPolitika-ს ჟურნალისტს, აკა ზარქუას სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა

RealPolitika-ს ჟურნალისტი აკა ზარქუა აცხადებს, რომ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. 

როგორც ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს, მას ფიზიკურად 10-მდე სპეცრაზმელი დაუპირისპირდა.

„ამ წამს მოვედი ოფისში. ცოტა ხნის წინ, ქართველი ღირსეული პოლიციელები წიხლებით გამისწორდნენ, შევჩენკოსა დ ზუბალაშვილების კვეთაში. ნული პროვოცირება, ნული დარღვევა, ყველა წესის დაცვით და სრული ეკიპირებით ვმუშაობდი. და უბრალოდ, რადგან ჩემი იქ ყოფნა არ მოეწონათ, ათამდე სპეცრაზმელმა წრეში მომაქცია და მირტყეს, სანამ არ მობეზრდათ, სიტყვიერ შეუარცხყოფაზე არაფერს ვამბობ. რაღაც ეტაპზე მეთაური მოვიდა, რომელიც ცდილობდა, ბეჯი პირში ჩაეტენა.

საბედნიეროდ, ტელეფონი ვერ წამართვეს და „ლაივი“ დევს RealPolitika-ს გვერდზე. ვიდეოში, სამწუხაროდ, ფიზიკური ანგარიშსწორების ერთი სერია ჩანს, მეორეს დროს ტელეფონი ჯიბეში მედო და ვერ გადაიღო. აირწინაღი წამართვეს. კიდე კარგი, ჩაფხუტი მეკეთა. იქონიეთ სრული ეკიპირება, კოლეგებო.

გამოდით გარეთ, ეს ქვეყანა ჩვენია და არა ამ კოლაბორანტების... ახლა ვნახე რო მზის სათვალეც ამომაცალეს ჩანთიდან“,- წერს აკა ზარქუა „ფეისბუქზე“. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics