04:41 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 13:17:10, 322 ნახვა

საზოგადოება
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დაიწყება და 26 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსდება ყინულის მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.

„საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით არის დაგეგმილი.  გასულ წლებთან შედარებით, საახალწლო ღონისძიებები წელს კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგან ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება. 26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

 

ამასთან, კახა კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნესსექტორი. მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქის მორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, წელსაც ბიზნესსექტორისგან დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს. მინდა, ამჯერადაც მოვუწოდო მათ აქტიურობისკენ. მზად ვართ, გამოვუყოთ შესაბამისი სივრცეები, მათ კი შეუძლიათ, ერთგვარი პიარკამპანია ჩაატარონ. ჩვენ ამაში ხელს შევუწყობთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics