23:48 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-27 13:05:15, 277 ნახვა

საზოგადოება
სონღულაშვილი - მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა

საქართველოს სოფლის მეურნეობის შემდეგი ეტაპის განვითარება მისი პოტენციალის მიზნობრივ გამოყენებასა და საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრას ეხება. ამ პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ტიპის დასახლებების განვითარება და სოფლის მეურნეობაში ჩართული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება,- ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა, დავით სონღულაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, მომავალი 4 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის დარგის მხარდასაჭერად, დაგეგმილია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა. 

დავით სონღულაშვილმა იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რაზეც სამინისტროს განსაკუთრებული აქცენტი ექნება გაკეთებული. ესენია: სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამმუშავებელი და რეალიზაციის პროცესების გაუმჯობესება; თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, სერვისების ხელმისაწვდომობა და ახალი სასოფლო-სამეურნეო პროექტების განვითარება; ფერმერებისა და მეწარმეების ცოდნის ამაღლება და მათთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა; აგროდაზღვევის სისტემის გაუმჯობესება და სამელიორაციო მომსახურების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და დარგის ეკონომიკური პოტენციალის ზრდას.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics