2024-11-26 14:12:59, 258 ნახვა
საზოგადოება
გომელაური - პოლიციის 19 ატაშეს მიერ დღეის მდგომარეობით იფარება 38 სახელმწიფო და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია - ევროპოლი და ნატო
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგენისას საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება წარმოადგენს.
„მინდა ვისაუბრო საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოება. პოლიციის 19 ატაშეს მიერ დღეის მდგომარეობით იფარება 38 სახელმწიფო და 2 საერთაშორისო ორგანიზაცია ევროპოლი და ნატო“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),