01:48 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-23 17:30:49, 424 ნახვა

საზოგადოება
მშრალ შიმშილობაზე მყოფი ისაკო დევიძე იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ზაჰესის იზოლატორში მოშიმშილე სამოქალაქო აქტივისტი "ვივამედის" კლინიკაში გადაიყვანეს. ისაკო დევიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 

8 დღიან პატიმრობაში გაშვებული ახალგაზრდას ექიმების დახმარება ესაჭიროება ის ამ წუთებშიც პალატაში რჩება.

დევიძეს, რომელიც 4 დღეა წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, 21 ნოემბრიდან მშრალი შიმშილობა აქვს გამოცხადებული.

„პირველ რიგში სოლიდარობის გამო გააკეთა, მისი 8 დღე მისთვის არაფერი არ არის, ის რომ 7 წელი შეიძლება მიუსაჯონ 21 წლის ბიჭს, ყველაზე რთული რამე იქნებოდა მისთვის. ჩვენ იზოლატორიდან  არავინ არ დაგვკავშირებია. ადვოკატებისგანაც მხოლოდ ის ვიცოდით, რომ გადმოყავდათ  და ახლა ექიმს ველოდებიუთ. რამდენადაც ჩემ ძმას  ვიცნობ, ის არ შეწყვეტს, რახან გადაწყვეტილება მიიღო უნდა შეასრულოს, მაგრამ მოწოდება  იქნება, რომ წყალი მაინც მიიღოს და მის ჯანმრთელობას  საფრთხე არ შუქმნას, რომ გამოვა მერეც ბევრი საქმე ექნება“,-ამბობს დევიძის და.

შეგახსენებთ, ისაკო დევიძე 19 ნოემბერს მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დააკავეს. მას სასამართლომ 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა. ამის შემდეგ დევიძემ იზოლატორში შიმშილობა დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics