03:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 12:05:10, 287 ნახვა

საზოგადოება
მარიასინი - საქართველო გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილეს, დმიტრი მარიასინს საქართველოს პავილიონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი განიხილეს.

ოთარ შამუგიამ გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის დირექტორის მოადგილეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე და აქტიური ქვეყანა გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების კუთხით, აქტიურად არის ჩართული გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის გარემოსდაცვით პროცესებსა და შეთანხმებებში და აქტიურად მუშაობს რეკომენდაციების შესრულებაზე. გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა გაქვთ“,- განაცხადა მარიასინმა.

ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე გარემოს დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ინიციატივების შესახებ ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში მოქმედებს მონიტორინგის სისტემები; მიმდინარეობს რეფორმები სამრეწველო სექტორიდან გაფრქვევების შემცირების, წყლის რესურსების მართვის და კონტროლის მექანიზმების მიმართულებებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო “წყლის რესურსების მართვისა“ და “სამრეწველო ემისიების შესახებ“ მიღებულ კანონებს. როგორც მინისტრმა განაცხადა, ორივე კანონი ევროპულ მოთხოვნებთან სრულ თანხვედრაშია და მათი პრაქტიკაში აღსრულება გარემოს დაბინძურების შემცირებასა და ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას უზრუნველყოფს.

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დირექტორის მოადგილემ საქართველოს სამომავლო რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ესწრებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics