05:19 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-22 10:18:16, 278 ნახვა

საზოგადოება
შამუგიამ ბაქოში შვეიცარიის, სამხრეთ კორეის, ლიხტენშტეინის, მექსიკისა და მონაკოს გარემოს დაცვის მინისტრებს უმასპინძლა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში მიმდინარე გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) ფარგლებში, ქართული მხარის ინიციატივით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფის (EIG) წევრ მინისტრებს (შვეიცარია, საქართველო, სამხრეთ კორეა, მექსიკა, ლიხტენშტეინი, მონაკო) ქართულ პავილიონში შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს შვეიცარია თავმჯდომარეობს.

როგორც ოთარ შამუგიამ შეხვედრაზე განაცხადა, გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფში მონაწილე ქვეყნებისთვის გარემოსდაცვითი მიმართულების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

საერთაშორისო არენაზე ერთიანი პოზიციის გაჟღერება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. გარემოსდაცვითი ინტეგრირების ჯგუფს აქვს შესაძლებლობები, საერთო ტრიბუნიდან წარმოადგინოს როგორც განვითარებული, ისე განვითარებადი ქვეყნების პოზიციები.

“ჩემთვის, როგორც კლიმატის პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების ხელმძღვანელისთვის, მნიშვნელოვანია, საქართველოსთვის საკვანძო საკითხები გაზიარებული იყოს ჩვენი პარტნიორებისთვის; შეჯერებული ერთიანი პოზიცია  წარმოდგენილი იყოს გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის სხვადასხვა ფორმატში“,- განაცხადა შამუგიამ.

შეხვედრაზე მინისტრებმა გაეროს კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის (COP 29) პრიორიტეტებზე იმსჯელეს და გამოხატეს სურვილი კონფერენციის შედეგები იყოს  ხელშესახები როგორც განვითარებადი, ისე განვითარებული ქვეყნებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics