09:17 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 17:43:42, 309 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მის მოადგილეებთან, ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად დიდუბის რაიონში, აგლაძის ქუჩის N38-ში განახლებული რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა. 

5 000 კვ. მ ტერიტორია, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს შორისაა განთავსებული, კაპიტალურად რეაბილიტირდა. ასევე, განახლდა საპარკე ინვენტარი და მოეწყო შადრევანი.

"დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ტერიტორია მოწესრიგებული და განახლებულია. ამ პროექტის ფარგლებში გაკეთდა სარწყავი სისტემა, დაირგო ხე-მცენარეები, მოეწყო დასასვენებელი სივრცე და საბავშვო ატრაქციონები, ძაღლების სასეირნო სივრცე, რომელიც შემოღობილია, ძალიან სასიამოვნო გარემოა დასვენებისთვის და  გართობისთვის",- განაცხადა კახა კალაძემ. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე და თბილისის საკრებულოს წევრი გივი ჩხარტიშვილი. 

პროექტის განხორციელებისთვის დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 644 444 ლარი დაიხარჯა. 

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics