11:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-18 10:01:05, 657 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ქვეყნის 5 ოლქში 59 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ წუხელ მოსკოვის, ბრიანსკის, კურსკის, ბელგოროდისა და ტულის ოლქების თავზე 59 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სამთავრობა-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, კიევი, აღნიშნული დრონებით, რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმას ცდილობდა.

"2 დრონი მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე, 45 ბრიანსკის ოლქის თავზე, 6 კურსკის ოლქში და 3-3 ბელგოროდისა და ტულის ოლქებში ჩამოაგდეს",- აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
ბრიუსელი ხარობს: უნგრეთი ორბანის დამარცხების შემდეგ ევროპის გულში ბრუნდება
ირანი აშშ-ს აფრთხილებს: ნებისმიერი საზღვაო ბლოკადა წარუმატებლობისთვისაა განწირული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics