09:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-16 13:19:07, 385 ნახვა

საზოგადოება
საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულმა საველე სიტუაციური სწავლება ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მე-3 მსუბუქმა ქვეითმა ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებულ სწავლებაში ტაქტიკური გადაადგილება, თავმოყრის რაიონისა და თავდაცვითი პოზიციების დაკავება განახორციელა.

“სწავლების ფარგლებში მოიერიშე ელემენტმა დაბრკოლებათა ხაზი გაარღვია და პირობით მოწინააღმდეგეზე იერიში განახორციელა.

ერთკვირიან საველე სიტუაციურ სწავლებაში მე-12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მე-3 მსუბუქი ქვეითი ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა დამკვირვებელ-მაკონტროლებელთა ჯგუფებისგან უმაღლესი შეფასება მიიღეს. სწავლება მიზნად ისახავდა სამხედრო მოსამსახურეების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics