09:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 20:11:29, 374 ნახვა

საზოგადოება
მერია - ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი განახლდა

ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი სკვერი განახლდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, რეკრეაციული სივრცე თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანმა და ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გახსნეს.  

"ზღვისუბნის დასახლებაში კიდევ ერთი მოსასვენებელი სივრცე რეაბილიტირდა. ამორტიზებული სკვერი ახალი ტიპის მრავალფუნქციური სივრცით ჩანაცვლდა, რომელიც ყველა თაობის ადამიანზეა გათვლილი. მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ",- აღნიშნა ირაკლი ანდღულაძემ.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში, 2 400 კვ.მ ფართობზე ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები შესრულდა: დამონტაჟდა საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ტრენაჟორები, კალათბურთის მოედანი, ტენისის მაგიდა და ვიდეომონიტორინგის კამერები; მოეწყო სარწყავი სისტემა, გარე განათების ქსელი, მოსასვენებელი სივრცეები, საფეხმავლო ბილიკები და სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ადაპტირებული კიბეები; დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

მე-11 მიკრორაიონის მე-2 კვარტალის N24-25-26 კორპუსებთან მდებარე სკვერის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 793 000 ლარი დაიხარჯა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics