14:36 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-14 17:23:12, 313 ნახვა

საზოგადოება
რა შეთავაზებები მოქმედებს თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში? - ფესტივალის გენერალური სპონსორია „საქართველოს ბანკი“

15-17 ნოემბერს, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. ფესტივალის გენერალური სპონსორი "საქართველოს ბანკია".

ბაზრობა სტუმრებს 11:00 საათიდან 19:00 საათამდე უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 60-ზე მეტი გამომცემლობა და წიგნის მაღაზია.

ფესტივალის ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სპეციალური შეთავაზებებით ბაზრობაზე წარმოდგენილ პროდუქტებზე, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები, ჟანრების მრავალფეროვნება, დაესწრონ საინტერესო შეხვედრებსა და დისკუსიებს.

ამასთან, თითოეულ საგამომცემლო სახლთან/კომპანიასთან "საქართველოს ბანკის" PLUS ბარათით გადახდისას მომხმარებლები 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებისთვის კი სპეციალური შეთავაზებები იმოქმედებს.

sCool Card-ით "საქართველოს ბანკის" პოსტერმინალზე გადახდისას მოსწავლეები მიიღებენ 30%-იან ფასდაკლებას (მაქსიმუმ 50 ლარი, ყველა მერჩანტზე). ამისათვის, საჭიროა შეთავაზების sCoolApp-ში გააქტიურება.

ფესტივალის განმავლობაში სტუდენტები კი "საქართველოს ბანკის" Student Card-ით "საქართველოს ბანკის" პოსტერმინალზე გადახდისას 30-ჯერ მეტ (მაქსიმუმ 10 000) PLUS ქულას დააგროვებენ.

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე. "საქართველოს ბანკის" CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics