2024-11-12 14:50:58, 284 ნახვა
საზოგადოება
თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, ილუმინაციები და კონსტრუქციები, საერთო ჯამში, 90-მდე ქუჩაზე და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
მათივე ინფორმაციით, მანათობელი ბაგირები ჭავჭავაძის გამზირზე მონტაჟდება, სადაც მიმდინარე სამუშაო პროცესს შპს “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
“თბილისის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს საახალწლო განათებების მოწყობა. გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქში მოცულობითი სამუშაოებია შესასრულებელი, განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დავიწყეთ და დეკემბრის დასაწყისში დასრულდება“,- განაცხადა პაპავამ.
სამონტაჟო სამუშაოებს “თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),