14:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-12 14:38:58, 265 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ემირ ბურჯანაძის ქუჩას სრული რეაბილიტაცია უტარდება

სამგორის რაიონში ემირ ბურჯანაძის ქუჩის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაო პროცესს დღეს თბილისის მერი კახა კალაძე  მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩაზე სამუშაოები გვაქვს დაწყებული. აქ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველი, რასაც ვაკეთებთ, არის მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება, რომელიც მთლიანად განახლდება. მომავალი წლისთვის სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მონაკვეთი გარდაბნის გზატკეცილს ახალი ასფალტით დაუკავშირდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ მოსკოვის გამზირიც განიტვირთოს. სამუშაოების შედეგად,  ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვეშ იქნება ჩატანილი, დამონტაჟდება ახალი განათების ბოძები LED სანათებით, საგზაო ინფრასტრუქტურა იქნება ეთილმოწყობილი და  ადაპტირებული შშმ პირთათვის", - განაცხადა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2 600 გრძივ მეტრზე ხორციელდება.

ქუჩაზე კომპანია GWP-ს მიერ უკვე განახლებულია წყალმომარაგების და წყალარინების ქსელები. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ახალი  სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები, რომელიც 1300 გრძივ მეტრზე უკვე დასრულებულია. ასევე, დაგეგმილია გაზმომარაგების ქსელების რეაბილიტაცია და საჰაერო სადენების მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსება, ახალი გარე განათების ქსელის მოეწყობა  LED სანათებით. ფეხით მოსიარულეებისთვის მოეწყობა ტროტუარები და უსაფრთხოების კუნძულები, ხოლო, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი დაიგება. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის   მოეწყობა ახალი მოსაცდელები. ქუჩაზე ინფრასტრუქტურა ადაპტირდება შშმ პირებისთვის. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. 

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს. პროექტის ღირებულება 10 მილიონი  ლარია, ხოლო სამუშაოები 2025  წლის აპრილში დასრულდება.

პროექტის მიმდინარეობას დღეს მერთან ერთად თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე გაეცნენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics