14:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 17:56:59, 409 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოავლინა და დიდი ოდენობის, 780 ათასი ლარის ღირებულების სახელმწიფოს კუთვნილი მიწის დაუფლების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე შვიდ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ცნობით, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ 70000 მ² მიწის ნაკვეთს თაღლითურად დაეფლნენ და გაასხვისეს უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე.

"სამართალდამცველებმა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი ოთხი პირი 6 ნოემბერს დააკავეს. სამ პირს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის, ხოლო 1 პირს სამსახურებრივი სიყალბესა და თაღლითობაში დახმარების ფაქტებზე წარედგინა.

ასევე, დანაშაულებრივი ჯგუფის სამ წევრს ბრალდება წარედგინა ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტებზე.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

გამოძიება გრძელდება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოსავლენად",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics