14:45 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-08 17:51:02, 387 ნახვა

საზოგადოება
თბილისში, აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სეს-ი ეძებს პირებს, რომლებსაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ

იძებნებიან პირები, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩის #6-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან კონტაქტში იყვნენ,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩის #6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან ინფორმაცია მიიღეს.

ამავე განცხადების თანახმად, აღებული პათოლოგიური მასალის გამოკვლევის შედეგად ცოფი დადასტურდა.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩის #6-ის მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი. 

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში  მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების  ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის  მიზნით, გადაყვანილია  მუნიციპალურ თავშესაფარში. 

ამავდროულად, აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და  თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე  პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის  შესახებ ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და  დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს“,- ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics