2024-11-05 14:32:10, 329 ნახვა
საზოგადოება
ქურდოვანიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც ერთ საქმედ გაერთიანდა - სხდომა გადაიდო
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ (საია) ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის ინფორმაციით, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ორგანიზაციის საარჩევნო დავები ერთ საქმედ გაერთიანდა.
როგორც ქურდოვანიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, სასამართლოს სხდომა ხვალისთვის გადაიდო.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში ჩვენი საარჩევნო დავებიც გაერთიანდა ერთ საქმედ. სხდომა გადაიდო ხვალ, 14:00 საათზე.
ქუთაისის სააპელაციო ასევე ერთ საქმედ გაერთიანებულად იხილავს დღეს, 16:00 საათზე იწყებს განხილვას“,- წერს ქურდოვანიძე.
ავტორი: ექსპრესნიუსი,