2024-10-17 22:04:33, 437 ნახვა
ომი უკრაინაში
უმეროვი - ნორვეგია უკრაინას დაპირებულ F-16-ის ტიპის 6 ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში გადასცემს
ნორვეგია უკრაინას დაპირებულ 6 F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებელს უახლოეს მომავალში გადასცემს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
უმეროვს უკრაინისათვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის ზუსტი ვადები არ დაუსახელებია.
“განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საავიაციო კომპონენტზე. კერძოდ, F-16-ის ტიპის გამანადგურებლებით ჩვენი შესაძლებლობების გაზრდაზე. ნორვეგია გააგრძელებს ჩვენს მხარდაჭერას და უახლოეს მომავალში უკრაინას ექვს თვითმფრინავს გადასცემს“,- განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,