06:41 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 16:22:51, 571 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში თავისუფალ ჭიდაობაში პირად-გუნდური პირველობა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ერთმანეთს  საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ.

შვიდ  წონით კატეგორიაში გამართულ ასპარეზობაში 35 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.  ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში  საერთაშორისო წესების სრული დაცვით მიმდინარეობდა. ასპარეზობას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები აკვირდებოდნენ.

გამარჯვებულები თითოეულ წონით კატეგორიაში სამ-სამ საპრიზო ადგილზე გადანაწილდნენ. ოქროს მედლები მოიპოვეს: უჩა სადუნაშვილმა, ვალერი კალაძემ, დავით ხუციშვილმა, რევაზ ჯანელიძემ, გიორგი ქენქაძემ, დავით ჯაოშვილმა და გურამ გრიგოლიამ. ვერცხლის მედლები -  შოთა ორთოიძემ, გიორგი მურადაშვილმა, ბონდო კიკაძემ, შოთა ბენიძემ, გიორგი მოდებაძემ, გოჩა ბალაძემ და ზვიად გედენიძემ. ხოლო, ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ: ვაჟა ქაროსანიძე, ბექა ბადაშვილი, ლევან მესხი, ლევან გორგოძე, თეიმურაზ რუსტამოვი, ზვიად კომახიძე, ივანე მჭედლიშვილი, თორნიკე ჩიხლაძე, თემურ  ბეგიაშვილი, დიტო მურადაშვილი და თემურ გოგუა.

გუნდური პირველობა IV მექანიზირებული ბრიგადის გუნდმა აიღო და, შესაბამისად, სპეციალური თასით დაჯილდოვდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics