20:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 11:01:14, 323 ნახვა

ომი უკრაინაში
სტარმერი - რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს - ჩვენ რუსეთთან კონფლიქტს არ ვეძებთ

რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს - ჩვენ კონფლიქტს რუსეთთან არ ვეძებთ, უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ვაშინგტონში მიმავალ თვითმფრინავში ყოფნისას განაცხადა.

სტარმერის თქმით, მოკავშირე ქვეყნები აძლევენ უკრაინას შესაძლებლობას, რუსეთის აგრესიისგან თავი დაიცვას.

"რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთმა დაიწყო ეს. ისინი არიან კონფლიქტის გამომწვევები", - განაცხადა სტარმერმა.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics