2024-09-09 10:46:59, 490 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - 6 „შაჰიდის“ ტიპის დრონი და 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 3 Kh-59/69-ის ტიპის მართვადი რაკეტა და "შაჰიდის" ტიპის 8 დრონი გაუშვა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
მათი ცნობით, 2 რაკეტისა და 6 "შაჰიდის" ჩამოგდება მოახერხეს.
"2 დრონი ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დაიკარგა უკრაინის ტერიტორიაზე. საჰაერო თავდაცვა მოქმედებდა კიევის, ჩერკასის, სუმისა და დნეპროპეტროვსკის რეგიონებში", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო თავდაცვის ინფორმაციაში.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ კი აღნიშნა, რომ ყველა დრონი, რომელიც ქალაქს დაესხა თავს, ჩამოაგდეს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,