2024-09-03 10:23:23, 436 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 35 დრონიდან 27 ჩამოვაგდეთ
3 სექტემბრის ღამეს რუსებმა უკრაინას 3 “ისკანდერ-მ/კნ-23-ის" ტიპის ბალისტიკური რაკეტით, მართვადი რაკეტა X-59/69-ითა და 35 "შაჰიდის" ტიპის დრონით შეუტიეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
უწყების ცნობით, 27 დრონი ჩამოაგდეს, 6 კი დაიკარგა.
"არანაირი ინფორმაცია ზარალისა და მსხვერპლის შესახებ არ ყოფილა", 2 დრონი კი გაფრინდა რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის რეგიონისა და ოკუპირებული დონეცკის რეგიონის მიმართულებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.
საჰაერო თავდაცვა კიევის, ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ჩერნიგოვისა და სუმის რეგიონებში მუშაობდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,