04:27 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 18:39:47, 532 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენას ეწვია. ანა დოლიძე აბიტურიენტებს შეხვდა და მათ დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის (ეთა) შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

„თავდაცვის აკადემიას მომავალი სასწავლო წლისთვის მიღება აქვს გამოცხადებული. ჩვენ გვსურს, რაც შეიძლება ბევრმა მოტივირებულმა ახალგაზრდამ მოგვმართოს და გახდეს სამხედრო. ამიტომ, „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში, განათლების გამოფენაში ვმონაწილეობთ. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, რომელზეც ვაჩვენებთ, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მაღალი დონის სამხედრო განათლებას და, რეალურად, ეროვნული თავდაცვის აკადემია არის ამ ტიპის ერთადერთი დაწესებულება საქართველოში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.
აკადემიაში ჩარიცხვის წესისა და სასწავლო პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების შეკითხვებს ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა უპასუხეს და აბიტურიენტებს დამატებითი ინფორმაცია ბროშურების სახითაც მიაწოდეს.

საერთაშორისო საგანმანათლებლო გამოფენა ყოველწლიურად იმართება. ღონისძიებაში წელს 6 ქვეყნის 100-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო დარბაზში, ეროვნული თავდაცვის აკადემია, სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან ერთად, სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ერთ-ერთი კომპონენტია. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეული 17 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics