05:39 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-21 14:47:55, 537 ნახვა

სამართალი
ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე დაკავებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძის გადაწყვეტილება ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე ავტოავარია, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 19 ივლისს მოხდა. 

პროკურატურის ოფიციალური ინფორმაციით, "19 ივლისს, დაახლოებით, 04:35 საათზე, თბილისში, რ.დ. მისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით გადაჭარბებული სიჩქარით გადაადგილდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსთხოვეს გაჩერება, რასაც იგი არ დაემორჩილა და განაგრძო მოძრაობა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის მიმართულებით, რა დროსაც შეეჯახა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით მოძრავ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს". 

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics