06:05 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-01 14:40:04, 651 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისი“ მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპერაციების მართვაზე ტრენინგს ჩაატარებს

"თიბისი" აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას განათლების კუთხით და ამ კამპანიის ფარგლებში მორიგი ტრენინგი 3 და 4 ივლისს გაიმართება. ტრენინგის თემაა როგორ ვმართოთ ოპერაციები ეფექტურად. ლექციებს გაუძღვება ნატო ლომაძე, ოპერაციების სპეციალისტი.

ოპერაციები არის ორგანიზაციის ფუნქცია, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, შეძლებს თუ არა კომპანია შექმნას ისეთი საქონელი ან მომსახურება, რომელიც დააკმაყოფილებს მომხმარებლის მოლოდინს და შესაბამისად, იქნება თუ არა იგი კონკურენტუნარიანი.

შეხვედრების მიზანია მსმენელებს დაანახოს ოპერაციების როლი ნებისმიერი სახის ორგანიზაციაში და ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოპერაციების სხვა ფუნქციურ ერთეულებთან კოორდინირება ბიზნეს სტრატეგიის მიზნების მისაღწევად.

ლექციებზე განხილული იქნება ასევე სხვადასხვა მიდგომები და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც იმართება ოპერაციები.  პროდუქტის და პროცესების დიზაინი, ნედლეულის შესყიდვა, ხარისხის უზრუნველყოფა, მიწოდების ჯაჭვის/მარაგების მართვას და სხვა მნიშვნელოვანი  საკითხები.

ლექცია I - 3 ივლისი 

  •  ოპერაციები ორგანიზაციაში და პროცესების იერარქია
  • ოპერაციების ისტორია და განვითარების საფეხურები
  • ძირითადი მიმართულებები ოპერაციებში
  • ოპერაციების შესრულების მიზნები
  • პროდუქტიულობა


ლექცია II - 4 ივლისი

  • მოკლე ქეისები პროცესებზე.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეობის მსურველები გთხოვთ, დარეგისტრირდით ბმულზე: სარეგისტრაციო ფორმა (google.com)





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics