21:24 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-11 10:35:18, 372 ნახვა

სამართალი
ქვემო ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერის 3 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

დეპარტამენტის ცნობით, 2 სამართალდარღვევა გამოვლენილია ქვემო ქართლში, მდინარე მტკვარზე. 

"მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ქესალოს მიმდებარედ, სამართალდამრღვევები უკანონო თევზჭერას გასაბერი ნავიდან, აკრძალული იარაღის - ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ. მათ უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 44 კგ თევზი. 

გასაბერი ნავისა და ელექტროშოკური მოწყობილობის გამოყენებით ახდენდნენ უკანონო თევზჭერას მოქალაქეები გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლას მიმდებარედაც. 

სამართალდამრღვევებს უკანონოდ ჰქონდათ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 38,1 კგ თევზი.  

უკანონო თევზჭერის 1 ფაქტი აღკვეთილია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსნის მიმდებარედ. მოქალაქეები ელექტროშოკური მოწყობილობით უკანონო თევზჭერას, მდინარე ქსანზე ახდენდნენ. 

ვინაიდან სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების  მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics