16:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-07 15:08:01, 445 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის ფაქტებზე, 3 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ორგანიზებული ჯგუფის 3 წევრის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. 

პროკურატურის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022-2024 წლებში, 3 წევრისგან შექმნილი ორგანიზებული ჯგუფი განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შეძენა, შენახვა რეალიზაციას სისტემატურად ახორციელებდა, რის შემდეგაც უკანონო და დაუსაბუთებელ ქონებას კანონიერ სახეს აძლევდა.

"აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის რეალიზაციის შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე ჯამში 1 384 000 ლარზე მეტი ჩაირიცხა, ხოლო მიღებული უკანონო შემოსავლებით ბრალდებულებმა დაახლოებით 231 000 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინეს, რაც შენიღბვის მიზნით მათთან დაკავშირებულ პირებზე გააფორმეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მესამე ნაწილით, მეოთხე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- დან 12 - წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics