09:24 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-03 20:28:00, 360 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ახალ ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაიდენბერგთან. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

"მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის თანამშრომლობის საკითხები.

ფინანსთა მინისტრმა სსფ-ის მისიის ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში, ასევე, მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ფონდი უწევს ქვეყანას მდგრადი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნების პროცესში.

ლაშა ხუციშვილმა სტუმარს გააცნო ქვეყნის ეკონომიკაში დღეს არსებული ვითარება.

შეხვედრაზე გამოითქვა მზადყოფნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჩართულობით გაგრძელდეს თანამშრომლობა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics