21:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-05-17 15:10:29, 491 ნახვა

სამართალი
შსს - დერილ შოლცი არ დაგვიკავებია და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი

დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადების თანახმად, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ, სადაც დერილ შოლცი ამბობს, რომ აქციაზე ყოფნის დროს, მას სახისა და თავის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.

განვმარტავთ, რომ  სატელევიზიო ეთერებში, გაჟღერებული პიროვნებების სახელით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთოხების მართვის ცენტრი „112"- ში შეტყობინება დახმარების გაწევის მიზნით არ შემოსულა.

დერილ შოლცი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს არ დაუკავებიათ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში არ იყო გადაყვანილი.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დერილ შოლცისგან სამედიცინო დახმარების შესახებ მოთხოვნა ბოლო პერიოდში არ შესულა.

გარდა ამისა, აქციების არც ერთი ლოკაციიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას აღნიშნული პირი სამედიცინო დაწესებულებებში არ გადაუყვანია.

ამასთანავე, არც ერთ სამედიცინო დაწესებულებაში აღნიშნული პირი, მკურნალობის ჩატარების მიზნით, მოთავსებული არ ყოფილა.

დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, ინფორმაციის მიღების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან მათთვისაც უცნობი იყო მსგავსი სახის ინციდენტის შესახებ",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics