2024-04-07 18:46:49, 567 ნახვა
ომი უკრაინაში
ბუდანოვი - უკრაინა ელოდება, რომ რუსეთი შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს-ზაფხულის დასაწყისში გააძლიერებს
უკრაინა ელოდება, რომ რუსეთი შეტევით მოქმედებებს გაზაფხულის ბოლოს-ზაფხულის დასაწყისში გააძლიერებს,- ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.
როგორც ბუდანოვმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის მოსალოდნელი შეტევის დაწყებამდე, ფრონტზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება.
"ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ ის კონტროლის ქვეშაა",- თქვა ბუდანოვმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ახლა საარტილერიო სისტემებისა და საბრძოლო მასალის დამატებითი მოცულობები სჭირდება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,