2015-02-12 10:53:34, 908 ნახვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა: პუტინი საბჭოთა წარსულში დარჩა
„ვლადიმერ პუტინი საბჭოთა წარსულში დარჩა და გაიჭედა. მას ფესვები საბჭოთა წარსულში აქვს გადგმული“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ინტერნეტ გამოცემა „Buzzfeed" -სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„პუტინმა ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა მომხდარიყო რუსეთის ეკონომიკის დივერსიფიცირება და გაემყარებინა მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები. ის КГБ"-ს ხელმძღვანელობდა, რომლის საშუალებითაც ჩამოყალიბდა, როგორც პიროვნება. მას საბჭოთა აგრესიიის სტილი ახასიათებს. ის საბჭოთა წარსულში დარჩა და გაიჭედა“,-განაცხადა ბარაკ ობამამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან