07:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-07 16:58:08, 1340 ნახვა

ეკონომიკა
კობახიძე - ენერგეტიკა არის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება

ენერგეტიკა არის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება, რასაც შემდეგი წლების განმავლობაში და მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა. 

მისი თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რისი მეშვეობითაც, ათასამდე სოფელი მიიღებს ინტერნეტზე წვდომას. 

"აუცილებელი იქნება ძალიან მასშტაბური, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე წელს, გაგრძელდება არსებული პროექტების ბოლომდე მიყვანა, 2024 წელს დასრულება 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა - ასეთია წლევანდელი გეგმა. 
ასევე გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე სოფელი მაღალი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტზე მიიღებს წვდომას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics