12:39 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-03 16:01:37, 1403 ნახვა

სამხედრო
უწყებათშორისი სამეთაურო-საშტაბოს სწავლება „დიდგორი 2023“ დაიწყო

სამთავრობო უწყებებს შორის კრიზისულ სიტუაციებში კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით შექმნილი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2023“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს და მასში ყველა სახელმწიფო უწყება მონაწილეობს.

"სწავლება კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრში გაიხსნა, სადაც შეკრებილ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმა და ყურადღება საგანგებო მდგომარეობის დროს უწყებებს შორის კოორდინირებული მოქმედებების მნიშვნელობასა და მის ეფექტიანობაზე გაამახვილა.

გახსნის ღონისძიებას თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები, თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით სუჯაშვილი და სწავლებაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყების მაღალი დონის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

მოგვიანებით, გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან და სწავლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურა - სიმულაციების, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების ცენტრის ახალ შენობა დაათვალიერა, სადაც იმიტირებული ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და ფორმირებული გენერალური შტაბია მოწყობილი, ამავე სივრცეშია განთავსებული სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სხვადასხვა უჯრედი. მონაწილეებს კომპეცენტიის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების შესრულება ჰიბრიდული თუ სხვა გამოწვევების ფონზე კოორდინირებული ურთიერთქმედებით მოუწევთ. 

„დიდგორი“ წელს მეცხრედ ტარდება და წინა სწავლებებისგან განსხვავებით უფრო მასშტაბური და გამორჩეულია. მასში საშტაბო ნაწილის გარდა სხვადასხვა სასწავლო უბანზე ძალების მიზიდვით საველე კომპონენტებიც გათამაშდება. საშტაბო ნაწილში სწავლების არქიტექტურაში ახალი უწყებათშორისი კომპონენტები ჩამოყალიბდა - სტრატეგიული კომუნიკაციების უწყებათშორისი ჯგუფი და სიმულაციური მედიაცენტრი. საველე ნაწილს კი, სრულიად ახალი კომპონენტები დაემატა, მათ შორისაა საზღვაო, ასევე ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) ელემენტები. საველე კომპონენტებში პირველად ჩაერთვებიან მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ტერიტორიული რეზერვისა და წინააღმდეგობის ელემენტებთან ერთად",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics