2015-02-10 14:15:30, 813 ნახვა
მსოფლიო
პენტაგონი უკრაინული გვარდიის დასახმარებლად სამხედროებს ამზადებს
პენტაგონი უკრაინის ეროვნული გვარდიის დასახმარებლად ჯარისკაცებს ამზადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, პენტაგონი ჯარისკაცებს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლების გასაწვრთნელად გაგზავნის. ამერიკელი ჯარისკაცები 600 უკრაინელი მებრძოლის სამხედრო მომზადებას მარტიდან შეუდგება.
ძალადობის ესკალაციის შემთხვევაში პროფესიონალების დონეზე, რომ იმოქმედონ.
პენტაგონის პრესსპიკერის, ვანესა ჰილმანის განცხადებით, უკრაინის მთავრობამ ეროვნული გვარდიის გაწვრთნაში დახმარება ამერიკულ მხარეს სთხოვა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან