02:51 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-08 14:06:24, 364 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი თსუ-ს 97 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწფო უნივერსიტეტს 97 წლისთავს ულოცავს.

გიორგი მარგველაშვილი  უნივერისტეტს ყველა სასიკეთო წამოწყებაში თანადგომას პირდება.

„ძვირფასო პროფესორებო და სტუდენტებო, უნივერსიტეტის თანამშრომლებო და კურსდამთავრებულებო, გულითადად გილოცავთ უნივერსიტეტის დაარსებიდან 97წლისთავს.

ამ დღეს ვულოცავ მთლიანად ქართულ საზოგადოებას. ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და ჩვენი ქვეყნის სხვა უდიდეს შვილთა მიერ დაარსებული ჩვენი დედა-უნივერსიტეტი მეტია, ვიდრე  საგანამანათლებლო დაწესებულება - იგი ჩვენი ისტორიული საგანძური, კულტურისა და აზროვნების უმნიშვნელოვანესი კერა, საზოგადოებრივი ცხოვრების ძლიერი ბურჯია.

ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე - ძლიერ, თანამედროვე, თვითმყოფადი და უნიკალური კულტურით გამორჩეულ საქართველოს მომავალზე რომ ვფიქრობთ, ბუნებრივად წარმოვიდგენთ უნივერსიტეტს, როგორც ამ მომავლის ერთ-ერთ მთავარ სამჭედლოს. აქ ჩვენი უმთავრესი კაპიტალი - ჩვენი ახალგაზრდობის ნიჭი და უნარები იწრთობა და ვითარდება.

ამდენად, უნივერსიტეტზე  ზრუნვა - ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ზრუნვას ნიშნავს და ეს ყველა ჩვენგანის მოვალეობაა.

გპირდებით თანადგომას ყველა სასიკეთო წამოწყებაში და წარმატებებს გისურვებთ იმ დიდ, საპასუხისმგებლო საქმეში, რასაც ცოდნის დაუფლება და შემოქმედებითი განვითარება ჰქვია“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics