23:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-04 16:50:34, 1950 ნახვა

კომენტარი
ტელეკომპანია „ფორმულამ“ 25 ოპერატორი გაათავისუფლა - განცხადება

ტელეკომპანია "ფორმულამ" 25 ოპერატორი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.

ტელეკომპანიის განცხადებით მიუხედავად წნეხის, დევნის და ფინანსური შემოსავლების შეზღუდვის პირობებისა, "ფორმულას" საკუთარ თანამშრომლებთან არასდროს დაურღვევია ვალდებულებები. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თანამშრომლები ხელფასის 500 ლარით მომატებას ითხოვდნენ და 1-ლი თებერვალს მოვალეობების შესრულებაზე უარი განაცხადეს. 

მათივე ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან 3 თებერვლის ჩათვლით, ფორმულას ადმინისტრაციას ჰქონდა ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპერატორებთან მოლაპარაკების მცდელობები. სთხოვნდნენ, დაბრუნებოდნენ თავიანთ სამუშაო გარემოს, შეესრულებინათ კონტრაქტით დაკისრებული მოვალეობები და სთავზობდნენ ალტერნატივებს, მაგრამ მათი მხრიდან ისმოდა, რომ მხოლოდ თავიანთ ულტიმატუმზე იდგნენ და არ აპირებდნენ მის შეცვლას ან და რაიმეე კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმებას.

დღეს, 4 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ფორმულა 2-მა ჟურნალისტმა - მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვა. 

"მკაფიოდ გვინდა განვმარტოთ, რომ ტელეკომპანია დგას თითოეულ თანამშრომელზე და ყველა მათგანი ჩვენთვის ფასეული და მნიშვნელოვანია. ასევე, გვწამს პროტესტის ძალის და 3 წელზე მეტია, შეძლებისდაგვარად ვდგავართ დაჩაგრულთა მხარეს. გაგვიშუქებია გაფიცვებიცა და ბოიკოტებიც, გვესმის ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და სოციალური მდგომარეობა როგორ აისახება ადამიანებსა და მათ ოჯახებზე. თუმცა, არ და ვერ ვითანამშრომლებთ ადამიანებთან, რომელთაც ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი თავად არ აქვთ გააზრებული", - ვკითხულობთ ტელეკომპანია "ფორმულას" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს 4 თებერვალს ტელეკომპანია "ფორმულა" 2-მა ჟურნალისტმა - მარტა ქურასბედიანმა და ქეთი ხიდიშელმა დატოვა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics