00:55 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-01 22:09:16, 1363 ნახვა

კომენტარი
რატი ბრეგაძე - მუდმივი მუქარის და შეურაცხყოფის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება იმ პირთა ქმედებად, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით

მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალისადმი მუდმივი მუქარა და შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება  იმ პირთა ქმედებად, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური ნებიმისმიერ პატიმართან მიმართებით ყოველთვის მოქმედებდა და მოქმედებს პროტოკოლის განუხრელი დაცვით.

„საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ, როდესაც პატიმარი შიმშილობდა, ვგულისხმობ პენიტენციურ დაწესებულებებს, მას სპეციალური პენიტენციური სამსახური შესაბამისი პროტოკოლის განუხრელი დაცვით შიმშილობის შეწყვეტისკენ  მოუწოდებდა, დაინტერესებული მხარე კი, ყველა შესაძლო ფორმით უბიძგებდა შიმშილობის, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად გაუარესებისკენ. ადვოკატების მიერ შესაძლო მოწამვლის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე პატიმარს შევთავაზეთ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც მან უარი განაცხადა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ის არ აძლევს გამოძიებას ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების აღების შესაძლებლობას, რაც იმის მანიშნებელია, რომ მხარე არ არის დაინტერესებული სიმართლის დადგენით. ჯანმრთელობაზე ზრუნვის სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენ, ასევე, შევთავაზეთ მსჯავრდებულ სააკაშვილს და მისი დაცვის მხარეს, რომ ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელთა მკურნალობაში ჩართვასაც ჩვენ შევუწყობდით ხელს. თუმცა, ამ შეთავაზებასაც მხარე არ გამოხმაურებია და არ ისარგებლეს აღნიშნული შეთავაზებით. შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის მიღება, ექსპერტიზისთვის საჭირო ნიმუშების არჩაბარება,  მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალისადმი მუდმივი მუქარა და შეურაცხყოფა და ამ ყველაფრის პირდაპირი ან ირიბი ფორმით წახალისება ვერ ჩაითვლება  იმ პირთა ქმედებად, რომლებიც შეიძლება დაინტერესებულნი იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით. პირიქით, მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი მიზნად ისახავს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელის აღსრულებისგან თავის დაღწევას", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics