09:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-23 23:48:55, 1439 ნახვა

კომენტარი
ჯაფარიძე - თუ ვინმეს არ სჯერა, რომ სწორი გზა და გამოსავალი ერთობაა, თვითონ გააკეთონ

ამდენი თვეა ლანძღვას ვისმენთ, თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ამბავი, ან არ ჯერა რომ სწორი გზა არის ეს და ერთობა არის გამოსავალი, თვითონ გააკეთონ, - ამის შესახებ პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ "TV პირველთან" ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არავინ არაფერს არ აკეთებს, და მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ ილანძღონ. მან დასძინა, რომ ბევრი რამ არის მოსაფიქრებელი და გადასაწყვეტია, მაგრამ ამის მიღმა პარაზიტირება უნდათ, იმ პროცესის, რაც ამჟამად ხდება.

"გულწრფელად ვიძახი, არავისთან ჩხუბი არ მინდა. ამდენი თვეა ლანძღვას ვისმენთ და არავისთან არაფერში შევსულვართ და სწორი მგონია რომ ეგრე ვიქცევით. თუ ვინმეს არ მოსწონს ეს ამბავი, ან არ ჯერა რომ სწორი გზა არის ეს და ერთობა არის გამოსავალი, თვითონ გააკეთონ. ეგეთი გამოთქმა არსებობს, თუ არ მოგწონს წიგნი, შენ დაწერე უკეთესი. მე დავინახო, რომ ვიღაცა უფრო სწორ რაღაცას აკეთებს, მე დავიჯერებ და გავყვები, დამახონ, რომ ვინმე აი ესე აკეთებს და ეს მუშაობს, უფრო ეფექტურია და დავინახო ეს არის სწორი გზა, შევეშვები ამ რაღაცას და გავყვები, მაგრამ როცა არავინ არაფერს აკეთებს, ანუ გაჩერებულია და მკვდარია ყველაფერი და მარტო იმით არიან დაკავებულები, რომ ილანძღებიან და ითათხებიან, კარგი, მაშინ.. 

ჩემი პოზიციაა, რომ კრიტიკა როდესაც არის, ცხადია ვუსმენ და ის კითხვები ჩვენც გვაქვს და ესეც არ არის, რომ გარედან გვესმის და ჩვენ არ გვიფიქრია, მართლა საღეჭი, საფიქრი და ბევრი რამე მოსაფიქრებელი, გადასაწყვეტია, მაგრამ მაგის მიღმა, როცა ხედავ, რომ პარაზიტირება უნდათ რაღაც პროცესზე... დგას და გამოგიქანებს, ტალახს გესვრის და მერე ლაპარაკობს რატო გესროლა ტალახი, მაგაზე რა უნდა ილაპარაკო, რა უნდა ახსნა", - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაწყებიდან ერთი წლის თავზე, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართება. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე დააანონსეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics