09:29 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-21 14:15:58, 1467 ნახვა

კომენტარი
მარდალეიშვილი კლინიკა - მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში, 9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, მედპერსონალიც დაღლილი იყო

პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში, - განაცხადეს რუსთავის  მარდალეიშვილის კლინიკში, სადაც დაადასტურეს, რომ 21 წლის გოგოს ორგანიზმიდან მაკრატელი ამოუღეს.

ექიმის თქმით, ოპერაცია 9 საათი მიმდინარეობდა, რამაც მედპერსონალის გადაღლა გამოიწვია. მან დასძინა, რომ მომხდარის შესახებ სრულ პასუხისმგებლობას კლინიკა იღებს.

"პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში. პაციენტმა გაუვალობით მიმართა სხვა კლინიკას, სადაც დადგინდა ეს დიაგნოზი და შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში საოპერაციოდ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი ექსტუვბირებულია, უკვე თვითონ სუნთქვა და იმედია, მალე გავწერთ ბინაზე. მას ჰქონდა შეხორცებითი გაუვალობა, რა ოპერაციაც გაკეთდა გუშინ და პაციენტი ახლა კარგად არის, რა თქმა უნდა, უცხო სხეულიც ამოღებულია. 9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, ბრიგადაც დაღლილი იყო, ეს არ არის გამართლება, ცუდია, რაც მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ", - განაცხადა რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკის ექიმმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics