11:03 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-06 17:30:13, 337 ნახვა

პოლიტიკა
თინა ხიდაშელი: ქვეყნისთვის უკეთესია, თუ ერთი ოჯახიდან ორი ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი არ ვიქნებით

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენას არ დათანხმდება.
როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მადლობას უხდის საინიციატივო ჯგუფს, რომელმაც მისი კანდიდატურა დაარეგისტრირა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი ადგილი ჯერ კიდევ აქტიურ პოლიტიკაშია. ამასთან, დეპუტატი ინტერესთა კონფლიქტსაც ხედავს. თინა ხიდაშელის შეფასებით, ქვეყნისთვის უკეთესი იქნება, თუკი ერთი ოჯახიდან ორი ხელისუფლების  შტოს ხელმძღვანელი არ იქნებიან.
"პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი კანდიდატურა წარდგენილია. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ჯგუფებს, ვისაც ასეთი აზრი გაუჩნდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ამაზე საუბარი არასერიოზულია. ბევრი მიზეზი აქვს ამას, მაგრამ ყველაზე მთავარი ალბათ არის ის, რომ  ვფიქრობ, ჯერ კიდევ აქტიურ პოლიტიკაში შემიძლია მეტის გაკეთება, ვიდრე მანტია ჩავიცვა და დავდუმდე. ამისი ასაკი, ალბათ, მოვა როდესმე. ჩემს შემთხვევაში ინტერესთა კონფლიქტია. ერთი ოჯახიდან ორი ხელისუფლების შტოს ხელმძღვანელი თუ არ ვიქნებით,  მემგონი ქვეყნისთვის უკეთესი იქნება",-განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ხიდაშელის კანდიდატურა წარადგინა.ხიდაშელმა  მისი კანდიდატურის წარდგენის შესახებ მოულოდნელად მაშინ გაიგო, როცა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საინიციატივო ჯგუფმა მისი კანდიდატურა დაარეგისტრირა.
შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტისთვის კანდიდატურის წარდგენის ვადა 9 თებერვალს იწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics