02:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-20 19:33:46, 1566 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი სააკაშვილის კადრებზე - ეს სერიოზული იდეოლოგიური საჩუქარია პუტინისთვის

მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, - განაცხადა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

როგორც მარგველაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის დასჯის და წამების კადრების გავრცელება არის პუტინის სიტყვის შესრულება, რომელმაც თავად ვერ მოახერხა მიხეილ სააკაშვილის დასჯა და ამას მმართველი პარტიის დახმარებით აკეთებს.

მან დასძინა, რომ ეს პუტინისთვის რიგით მეორე იდეოლოგიური საჩუქარია საქართველოს მხრიდან.

 "მწამებლებთან არ უნდა იჯდე და არ უნდა იხილავდე კანონპროექტებს ჩემი აზრით, კარგ კანონპროექტებს მათ შორის, არ უნდა აკეთებდე ამას იმ ხალხთან, რომელიც აწამებს მეორე ადამიანს, შემდეგ უღებს ვიდეოს და უგზავნის რუსეთს, რომ შემდეგ იმათ გაიხარონ, რომ პუტინის სიტყვა ბოლოს მაინც გადის. მანდ მთავარი მხოლოდ იდეოლოგიური ხაზია. დღეს ძალიან მძიმე სიტუაციაშია რუსეთი და სრულიად ნელ-ნელა ინგრევა, მათი პროპაგანდისტული მანქანა, მაგრამ ნახეთ ეს რა არის, როდესაც, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გაუგზავნი, რომ თქვა პუტინმა, რომ მე მაგას დავსჯი და ნახეთ, მაინც დაასჯევინა და იცინეთ დასჯილ პუტინის მტერზე...ეს ძალიან სერიოზული იდეოლოგიური საჩუქარია უკვე მეორედ პუტინისთვის, რომელსაც იდეოლოგიურად უკვე ძალიან უჭირს" - განაცხადა მარგველაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics