06:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 21:47:26, 1809 ნახვა

კომენტარი
ამერიკელი ექიმი სააკაშვილზე - დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა

მე გამოვკითხე პრეზიდენტი, ვფიქრობ პირველი ამერიკელი ექიმი ვიყავი, რომელმაც ეს გააკეთა. დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა, რაც ციხეში არასათანადო მოპყრობის ბრალი უნდა იყოს, - განაცხადა ამერიკელმა ექიმმა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა.

მისივე თქმით,მისივე თქმით მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება, თუ მას არ გაათავისუფლებენ და არ მოხდება მისი ისეთ დაწესებულებაში მოთავსება, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. 

მან დასძინა, რომ 22 დეკემბერს თბილისში ჩამოვა და მოსამართლეს ამ ინფორმაციას მიაწვდის.

"მე გამოვკითხე პრეზიდენტი, ვფიქრობ პირველი ამერიკელი ექიმი ვიყავი, რომელმაც ეს გააკეთა. დავადგინე, რომ მას აქვს მწვავე პოსტ-ტრავმული აშლილობა, რაც ციხეში არასათანადო მოპყრობის ბრალი უნდა იყოს. ასევე აღმოვაჩინე რომ მას აქვს ძალიან უჩვეულო პრობლემები მეხსიერებასთან. ასევე ნევროლოგიური პრობლემები და ასევე დავადგინე, რომ აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, რაც მთავარი მიზეზია ამ სწრაფადგანვითარებადი დემენციისა. როგორც მე მესმის და რასაც ვკითხულობ სამედიცინო დასკვნებში, მისი მდგომარეობა უარესდება, ის სუსტდება და ადვილად ღიზიანდება და ეს მის ნერვულ სისტემას და ფსიქიკას ანგრევს.

ჩემი პროგნოზია, რომ მისი მდგომარეობის გაუარესება კიდევ გაგრძელდება, თუ მას არ გაათავისუფლებენ და არ მოათავსებენ ისეთ დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება. ასეთი დაწესებულება შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში და ევროპაში. 22 დეკემბერს მე ჩამოვალ თბილისში და მოსამართლეს ამ ინფორმაციას მივაწვდი. მზად ვარ, დავიკითხო სასამართლოზეც" - განაცხადა ერიკ-დევიდ გოლდსმიტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics