15:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-26 17:04:49, 2063 ნახვა

კომენტარი
სიმონიანი - ხომ არ გაგვეუქმებინა საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? საქართველოს ხელისუფლებაში ამას ძალიან ელიან

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. - ასე ეხმაურება საკუთარ Telegram არხზე რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს უკრაინასთან მიმართებაში კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.

მისივე თქმით, რუსეთის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს საქართველოსთან სააერო კავშირზე აკრძალვის მოხსნის საკითხი.

" საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამ სიტუაციაში გასაკვირად ადეკვატურად იქცევა. სააკაშვილი, რომელმაც ჩვენს მშვიდობისმყოფელებს ესროლა, თავად დააკავეს, სანქციებს მხარი არ დაუჭირეს, რიტორიკა მშვიდი აქვთ, ვიდრე ზოგიერთ ჩვენს წევრს ОДКБ-ში. ხომ არ გაგვეუქმებინა მათთან საჰაერო კავშირებზე აკრძალვა? ისინი ამას ძალიან ელიან. " - წერს საკუთარ ტელეგრამ არხზე სიმონიანი.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics